დეკანოზი გიორგი ბასილაია სოფელ ბანძიდან სვეტიცხოვლისკენ მეოთხე დღეა ფეხით მიემართება

„სენაკის ქრონიკები“ დეკანოზ გიორგი ბასილაიაზე ინფორმაციას აქვეყნებს.

 

მათი თქმით, დეკანოზი სოფელ ბანძიდანწმინდა გიორგის ხატით ხელში სვეტიცხოვლის მიმართულებით მე-4 დღეა მიემართება.

 

„მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ბასილაია სოფელ ბანძიდან წმინდა გიორგის ხატით ხელში სვეტიცხოვლის მიმართულებით მე-4 დღეა მიემართება და მსვლელობას 13 ივლისს, თორმეტი მოციქულის ხსენების დღეს მცხეთაში დაასრულებს“, – წერია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“პრაიმტაიმი”