Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის ქონებამ, კომპანიის აქციების ფასის გაზრდის ფონზე, 180 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
უფრო კონკრეტულად კი მისი ქონების ღირებულება 182, 6 მილიარდი დოლარი გახდა. ამის შესახებ ჟურნალი Forbs-ი იუწყება.
გამოცემის მტკიცებით, უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ასეთი მდიდარი არავინ ყოფილა.
მარტის შუა რიცხვებიდან Amazon-ის აქციების ფასი 80%-ით გაიზარდა. ამას მსოფლიო პანდემიის პირობებში ონლაინ-მიწოდებაზე მოთხოვნის გაზრდას უკავშირებენ.
2019 წელს ბეზოსი ცოლს გაშორდა. განქორწინების შედეგად მაკეინ ბეზოსმა კომპანიის აქციების მეოთხედი მიიღო და ახლა მისი ქონება 60 მილიარდ დოლარს შეადგენს.
“პრაიმტაიმი”