კენიის განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ სკოლები 2021 წლამდე დახურული იქნება და იმუშავებენ იმაზე, თუ როგორ გახადონ ონლაინსწავლება ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი – ამის შესახებ BBC წერს.
ამასთან, გაუქმდა ფინალური გამოცდები, რომელიც, როგორც წესი, ოქტომბერსა და ნოემბერში ტარდებოდა.
შეზღუდვა არ ეხება კოლეჯებსა და უნივერსიტეტებს. აქ სწავლა სექტემბრიდან გაგრძელდება, თუმცა მკაცრი მითითებების დაცვა მოუწევთ.
კენიაში სკოლები მარტის შუა რიცხვებში დაიხურა.
ქვეყანაში კორონავირუსის 8 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. სულ მცირე 164 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.
წყარო: imedinews.ge