ხმების მოსყიდვაში ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული ყოფილი სომეხი დეპუტატი გათავისუფლდა

ხმების მოსყიდვაში ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული სომხეთის ეროვნული ასამბლეის ყოფილი დეპუტატი, აბრაჰამ მანუკიანი გათავისუფლდა. შესაბამისი გაადწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო. ინფორმაციას სომხური მედია დაცვის მხარის Facebook-პოსტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანალოგიური ბრალდება აქვს ბიზნესმენ გაგიკ ცარუკიანს. თუმცა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა.

მედიაში 27 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხმების მოსყიდვაში ხელშეწყობის ბრალდებით სომხეთის ეროვნული ასამბლეის ყოფილი დეპუტატი დააკავეს.

წყარო: imedinews.ge