აღმოსავლეთ პაკისტანში, პუნჯაბის პროვინციაში, შეიხუფურას რაიონში სამგზავრო მატარებლისა და ავტობუსის შეჯახებას, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ Aljazeera წერს.
დაღუპულები პეშავარის დასახლებაში მცხოვრები მომლოცველები არიან. ისინი ქალაქ შეკჰუპურაში მდებარე ნანკარა საჰიბის სალოცავიდან შინ ბრუნდებოდნენ.
ოფიციალური წყაროები ადასტურებენ, რომ 19-ვე დაღუპული ერთი ოჯახის წევრია.
დაშავებულია კიდევ 8 ადამიანი. ისინი ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მათი მდგომარეობა კრიტიკულია.
მატარებლის მგზავრთაგან არავინ დაშავებულა.
წყარო: imedinews.ge