საბერძნეთში მოღვაწე ქართველი ბერები მამა იერონიმე და ირინეოსი აცხადებდნენ, რომ სამშობლოში დასაბრუნებლად მრავალგზის ნაყიდი პირდაპირი რეისის ბილეთები გაუუქმდათ. რაც საკმაო ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
ამასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელეს. მიმართვის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ბილეთების პრობლემა მოგვარდა. ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ თავად მამა იერონიმემ აცნობა.
„ვინც გვიცნობს, იცის რომ ვსწავლობთ უცხოეთში და შემოვრჩით საბერძნეთში ამ მძიმე ვითარებაში, პანდემიის ფონზე. მრავალგზის ნაყიდი პირდაპირი რეისის ბილეთები გაგვიუქმდა ამ თვეების მანძილზე.
ახლა კი, ვაპირებთ საქართველოში დაბრუნებას, ევროპის შემოვლითი გზებით, რის მეშვეობითაც მრავალი ჩვენი თანამემამულე უკვე დაბრუნდა საქართველოში, რაც დაკავშირებულია საკმაო ოდენობის ხარჯებთან.
რაც შეგვეძლო ყოველთვის გვერდით ვედექით ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა, ახლა კი ჩვენ გვჭირდება კეთილი ხალხის გვერდით დგომა, მხოლოდ ამ პანდემიური მდგომარეობის ფონზე, რომელიც შეიქმნა მთელს მსოფლიოში, სხვა შემთხვევაში ნამდვილად არ შეგაწუხებდით“, – წერდნენ მამები.
“პრაიმტაიმი”