შსს გლდანში სროლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პოლიციამ გლდანში მომხდარ ინციდენთთან დაკავშირებით ერთი ადამიანი დააკავა.

შსს-ს ცნობით, 2020 წლის 9 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, იმის თაობაზე, რომ გლდანში, აკაკი ვასაძის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან რამდენიმე გასროლა განხორციელდა.

„მიღებული შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცველები, ადგილზე ასევე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც. ჩატარებულ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გაირკვა, რომ ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან, სავარაუდოდ, ე.წ. სასიგნალო იარაღიდან, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქემ – 1997 წელს დაბადებულმა ბ.შ.-მ რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა.

სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთანავე, ბ.შ. არ დაემორჩილა ადგილზე მისული სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, კერძოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის პოლიციელებს საცხოვრებელი ბინის კარს არ უღებდა.

ბ.შ. დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის.

 

“იმედინიუსი”