Gmail-ის მომხმარებლებს თაღლითები დღეში 18 მილიონ ცრუ ელექტრონულ შეტყობინებებს უგზავნიან

Gmail-ის მომხმარებლებს თაღლითები დღეში 18 მილიონ ცრუ ელექტრონულ შეტყობინებებს უგზავნიან. ამის შესახებ Google–ში აცხადებენ.

ტექნოლოგიური გიგანტის ცნობით, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში „ფიშინგის“ ერთგვარი აფეთქებაა, რომლის ფარგლებშიც თაღლითები ცდილობენ მომხმარებლების პერსონალური ინფორმაციის მოპოვებას.

Google–ში აცხადებენ, რომ დღეში 100 მილიონზე მეტ ელექტრონულ ფოსტას ბლოკავენ, ბოლო კვირის განმავლობაში კი მათგან დაახლოებით მეხუთედი სწორედ კორონავირუსთან დაკაშირებული ე.წ scam შეტყობინებები იყო.

ტექნოლოგიური კომპანიის განცხადებით, კორონავირუსი ახლა შესაძლოა უმსხვილესი თემა იყოს „ფიშინგის“.

Google–ს Gmail-ს 1,5 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს.

წყარო: bm.ge