ფეიკ-ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა

სულისშემძვრელი ვიდეო, სადაც მამა შვილს რჩევა-დარიგებას აძლევს და ემშვიდობება – რამდენიმე ხნის წინ ამ სახელწოდებით ჩანაწერი სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

 

როგორც ვიდეოზე დართული ტექსტით ირკვევა, მამა შვილის დონორია და მას გული გადაუნერგა. ემოციურ ვიდეოს კიდე უფრო დრამატულს ხდის ფინალი, სადაც ირკვება, რომ მამას საკუთარი გულისა და შესაბამისად, სიცოცხლის დათმობა უსახსრობის გამო მოუწია.

 

 

ვიდეოს საერთო ჯამში 400 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა. თუმცა როგორც გაირკვა, ვიდეოს ავტორმა, ერთ-ერთი ფილმიდან დრამატული სცენა კამერის წინ გაითამაშა.

 

მოგვიანებით ვიდეოს ავტორმა, კიდევ ერთი  მიმართვა გაავრცელა:

 

„მე ცოცხალი ვარ“, – თქვა მან და საზოგადოებას ამცნო, რომ ეს იყო ერთგვარი ექსპერიმენტი, რითაც მაყურებლების რეაქცია შეამოწმა ადამიანურ ტრაგიკულ ისტორიასთან მიმართებაში.

“პრაიმტაიმი”