პლანშეტი გამოიგონეს სპეციალურად მოგზაურობისთვის, მისი დაჭერა უფრო მარტივია და პატარაა ზომაში, შესაბამისად თუ გიწევთ ხშირად გადაადგილება, შეხვედრებზე სიარული თუ ხანგრძლივად მგზავრობა, გახსოვდეთ პლანშეტი თქვენთვის არის შექმნილი.
რა შეიძლება გააკეთოთ პლანშეტით?
– საძიებო სისტემის გამოყენება
– კომუნიკაცია სოცილურ სივრცეში
– მეილინგი
– თამაში
– ფილმების ყურება
– მუსიკის მოსმენა
– ხმოვანი და ვიდეო ზარები
– ციფრული წიგნების კითხვა
ეს არასრული ჩამონათვალი უკვე შეგიქმნიდათ წარმოდგენას თუ რამდენად სრულფასოვანი გაჯეტია პლანშეტი, ამას გარდა არსებობს პროფესიული პლანშეტები გრაფიკული დიზაინერებისთვის რომელიც სახატავი ალბომის ფუნქციას ასრულებს და შესაბამისი ფუნქციებით არის დატვირთული.
პლანშეტის უპირატესობები
– გაჯეტი რომელიც მუშაობს კომპიუტერის ანალოგიურად თუმცა არ არის ტექნიკურად ისეთივე მძლავრი როგორც კომპიუტერი.
– პლანშეტის მოცულობა და ზომები იძლევა საშუალებას მარტივად ვატაროთ ის ყველგან და ლეპტოპისგან განსხვავებით ჩვეულებრივი ზომის ჩანთაშიც არ იკავებს დიდ ადგილს.
– ყველაფერი კეთდება შეხებით. ყველა პროცედურა, ჩართვა, გამორთვა დაწერა თუ დახატვა ხდება შეხებით, რაც ამარტივებს პროცესებს.
– პლანშეტი არის უხმაურო. ლეპტოპისგან განსხვავებით, გაგრილების ან ბეჭდვის ხმებით თქვენი სამუშაო პროცესი სხვას არასოდეს შეაწუხებს.
– პლანშეტი როგორც ერთგვარი ოქროს შუალედი ტელეფონსა და ლეპტოპს შორის შეგიძლიათ გამოიყენოთ პროფესიონალური და პირადი მიზნებისთვის. ჯერ იმუშავოთ ხოლო შემდეგ დაისვენოთ და იგივე სივრცეში თამაშები ითამაშოთ.
ერთი სიტყვით ეს არის თანამედროვე პროდუქტი მათთვის ვისთვისაც მნიშვნელოვანია სიმარტივე და ხელმისაწვდომობა. შეხვედრაზე თქვენი პრეზენტაციის სრულფასოვნად ჩვენება და შემდეგ ისევ არასამუშაო გარემოში დაბრუნება ჯერ არასოდეს ყოფილა ისეთი მარტივი როგორიც ეს პლანშეტთან ერთად არის შესაძლებელი, ამიტომ გირჩევთ გადახედოთ პლანშეტების მახასიათებლებს და აირჩიოთ თქვენთვის საუკეთესო ფასის, ტექნიკური მახასიათებლების და ვიზუალის მიხედვით.
წყარო: cyc.ge