თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა ჰაგია სოფიას ტაძრის “გამეჩეთების” გადაწყვეტილება ჯერ კიდევ დაახლოებით წლინახევრის წინ მიიღო. მისი თქმით, ვინაიდან აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი იერუსალიმს აღიარებს ისრაელის დედაქალაქად, თურქეთი უფლებამოსილია, აღადგინოს მეჩეთი ჰაგია სოფიას ტაძარში, რომელიც ბიზანტიის იმპერიის იმპერიის მთავარი ტაძარი იყო 1453 წელს კონსტანტინეპოლის დამხობამდე. მაგრამ ტრამპი და იერუსალიმი მხოლოდ საბაბია ერდოღანისთვის – აღნიშნავდა ქართველი პოლიტოლოგი შოთა აფხაიძე 2019 წელს, როდესაც მან ინტერვიუ მისცა რუს კოლეგა არტურ ატაევს. იხ. ვიდეო: