გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა მაისურებზე გიორგი შაქარაშვილის სახელი დაიწერეს

MLS-ის პირველი ტურის შეხვედრებში, ორგანიზატორებმა გამონაკლისი დაუშვეს და მაისურზე, ნომრის ქვეშ, ფეხბურთელებს ნებისმიერი ადამიანის სახელის განთავსების უფლება მისცეს.

„სან ხოსეს“ რიგებში მოასპარეზე ქართველმა ფეხბურთელებმა, გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა ისარგებლეს ამ უფლებით და ზურგზე „საბურთალოს“ ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის სახელი და გვარი დაიწერეს.

B ჯგუფის პირველი მატჩი „სან ხოსემ“ მოქმედ ჩემპიონ „სიეტლთან“ ფრედ 0:0 დაასრულა.

 

“იმედინიუსი”