„სიენენის“ ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერი მიტინგი, როემლიც ნიუ ჰემფშირში შაბათს საღამოსთვის იყო დაგეგმილი, ერთი ან ორი კვირით გადაიდება.
ღონისძიების გადადებას ტრამპი „ტვიტერზეც“ გამოეხმაურა.
„ტროპიკული ქარიშხლის გამო, რომელიც ახლა ნიუ ჰემფშირის არაჩვეულებრივი შტატისკენ მიემართება, ჩვენ იძულებული ვართ, გადავდოთ მიტინგი, რომელიც პორტსმაუსის საერთაშორისო აეროპორტში უნდა ჩატარებულიყო. იყავით უსაფრთხოდ, ჩვენ მალე შევხვდებით“, – წერს დონალდ ტრამპი.
“1ტვ”