ვანო ჩხარტიშვილის თქმით, გიორგი ვაშაძე მისი ნათესავია და ოჯახურ ღონისძიებებზე ხვდება ხოლმე.
ბიზნესმენის თქმით, „ახალი საქართველოს“ ლიდერს თავის ცხოვრების გზა აქვს და არასდროს მის პოლიტიკურ აქტივობაში არ ჩარეულა და არც ფინანსურად დახმარებია.
„გიორგი არის ჩვეულებრივი პოლიტიკოსი და მე მინდა გკითხოთ, რაში შეიძლება, მე ვანო ჩხარტიშვილს გიორგი ვაშაძე დამეხმაროს?! ან ლობირება გამიკეთოს?! „ნაციონალურ მოძრაობას“ რა კავშირი უნდა მქონდეს?! მას თავისის ცხოვრების გზა აქვს.
ერთმანეთს ოჯახურ ღონისძიებებზე ვხდებით ხოლმე. არასდროს მის აქტივობაში არ ვყოფილვარ ჩართული და ფინანსურად არ დავხმარებივარ. მაშინ გამოდის, რომ მე „ნაციონალურ მოძრაობას“ ვეხმარები. სურვილი, რომ გვქონდეს, არაფერი არ მექნება დასამალი.
„ნაციონალურ მოძრაობას“ მე რომ არ დავაფინანსებ თქვენ კარგად იცით. არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ დავაფინანსებ. არც მე და არც ჩემი ოჯახის რომელიმე წევრი, არცერთ პოლიტიკურ პარტიაში არ ვაპირებ გაერთიანებას.“- განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.
“პრაიმტაიმი”