საბერძნეთი აია სოფიას მეჩეთად გამოცხადების გადაწყვეტილებას გმობს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება თურქეთის საგარეო ურთიერთობებზე აისახება.
„საბერძნეთი თურქეთის მიერ აია სოფიას მეჩეთად გამოცხადების გადაწყვეტილებას ძალიან მკაცრად გმობს. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ყველას, ვინც ამ მონუმენტს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად ცნობს.
რა თქმა უნდა, ეს გავლენას მოახდენს არა მხოლოდ თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობებზე, არამედ თურქეთის ურთიერთობებზე ევროკავშირთანაც“, – განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა.