ადამიანის ხელებიანი ხვლიკის მსგავსი არსება კამერაზე აღბეჭდეს: ვრცელდება კადრები

ბოლო დროს სოციალური ქსელებით არაერთი ვიდეო გავრცელდა, რომლებზეც უცნობი და უცნაური ცხოველები არიან გამოსახული.

 

 აშშ-ის ქალაქ ბოულდერ-სიტის მცხოვრებმა TikTok-ზე გაურკვეველი ცხოველის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელმაც ინტერნეტ-მომხმარებლები საგონებელში ჩააგდო, წერს Daily Star.

​კადრებზე, რომელიც რამდენიმე დღეში ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა, ჩანს ხვლიკის მსგავსი არსება, რომლის გრძელი კიდურებიც ბევრმა ადამიანის ხელებს მიამსგავსა (აღნიშნული ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე).

კამერაზე დაფიქსირებული არსება იმდენად უცნობია, რომ ბევრმა ის სათამაშოდაც კი მიიჩნია.

აღსანიშნავია, რომ მანამდე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შენიშნეს და კამერაზე აღბეჭდეს არაერთი უცნობი არსება, რომელმაც არა მარტო იუზერები, არამედ მეცნიერებიც კი დააფიქრა.

“სპუტნიკ-ჯორჯია”