ავარია თბილისში – მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები იყვნენ მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

 

“კურიერი”