დღეიდან პარლამენტი რიგგარეშე სესიის ფარგლებში იმუშავებს

მიმდინარე კვირაში პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომის ფარგლებში, დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 50-მდე განსახილველ საკითხზე იმსჯელებენ, რომელთა შორის არის კანონპროექტი „შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ასევე იმსჯელებენ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება შესაძლოა, 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდეს.

კანონპროექტის მიზანია, რომ 2020 წლის 15 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მყისიერი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას და პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს.

 

“აიპრესი”