ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს კონფრონტაციის შეწყვეტისა და ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს.
“ევროკავშირი ორივე მხარეს მოუწოდებს შეწყვიტოს შეიარაღებული კონფრონტაცია, თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებისა და რიტორიკისგან, რომელიც დაძაბულობის პროვოცირებას მოახდენს და მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები ესკალაციის აღსაკვეთად”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
12 ივლისს, შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა სომხეთსა და აზერბაიჯანის საზღვრაზე, თოვუზის რაიონში.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხურმა სამხედრებმა მის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის მხრივ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები არტილერიის გამოყენებით სომხური პუნქტის დაკავებას შეეცადნენ.
ბაქოს ინფორმაციით, დაიღუპა ოთხი აზერბაიჯანელი სამხედრო. სომხური მხარე იტყობინება, რომ დაჭრილია ორი პოლიციელი და მათ მხარეს მსხვერპლი არ არის.
ერევნის განცხადებით, სროლა დღესაც გრძელდებოდა და აზერბაიჯანელი სამხედროები სომხეთის ტერიტორიას პერიოდულად 15-20 წუთით ესროდნენ. აზერბაიჯანი და სომხეთი სიტუაციის გამწვავებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
წყარო: ghn.ge