გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას საზღვრების გახსნის გადაწყვეტილების დროული მიღებისკენ მოუწოდებს – გარდა ამისა, “ახალი საქართველოს” ლიდერი ითხოვს, მთავრობა დაინტერესდეს ავტოიმპორტიორებითაც, რომლებიც პანდემიამ და დაწესებულმა შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად დააზარალა.
“სამი კონკრეტული მოთხოვნა, რასაც ვაყენებთ დღეს და რაზეც დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას. პირველი – 31 დეკემბრამდე გადავადდეს განბაჟების ვადა, იმიტომ, რომ აგვისტოს ბოლომდეა და ამას უკვე აზრი აღარ აქვს, საზღვრები არ გახსენით. მეორე, გავრცელდეს ეს პირობები პირველი მაისის შემდგომ შემოყვანილ მანქანებზეც და მესამე, დაიწყეთ დაუყოვნებლივ მუშაობა იმ ქვეყნებთან, საიდანაც ჩამოდიოდა ძირითადი მყიდველი საქართველოში. ეს არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შეგვიძლია ვუშველოთ და რამენაირად დავეხმაროთ ეკონომიკის იმ მიმართულებას, რომელიც უზარმაზარ შემოსავალს ტოვებდა ქვეყანაში“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
წყარო: ghn.ge