რეგიონული დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, მთავრობის საგანგებო სხდომაზე ისაუბრა.
„გუშინ, 12 ივლისს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა პროვოკაციული ქმედებები განახორციელეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, თავს დაესხნენ ჩვენს სასაზღვრე პოზიციებს მოვსეს ტავუშის ოლქის მიმართულებით. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პროვოკაციულ ქმედებებს მკაცრად გმობს და აღნიშნა, რომ დილიდან ისევ განახლდა სროლები. ამრიგად, რეგიონული დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთის ქცევა რეგიონალური არასტაბილურობის პროვოცირების მიმართ უკიდურესად შემაშფოთებელია, რაც ყველაზე უკეთ ასახულია ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში, რომელშიც ის გამოხატავს უპირობო მხარდაჭერას აზერბაიჯანის ქმედებებისთვის, აშკარა და უკვე ტრადიციულ ანტი-სომხურ ლოგიკასთან.
როგორც ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, აზერბაიჯანი საზღვარზე ვითარების გამწვავებით ცდილობს, შიდა პრობლემები მეორე პლანზე გადაიტანოს.
„უკვე დიდი ხანია, აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს, ცნობილი მოტივებიდან გამომდინარე სომხეთის საწინააღმდეგო ბარათი გაათამაშოს. შეიძლება, საქმე გვქონდეს აზერბაიჯანის მხრიდან საზღვარზე სიტუაციის გამწვავების მცდელობასთან, რომლის კონტექსტითაც ნათელი ხდება მათი მხრიდან ადამიანთა სიცოცხლის უგულებელყოფა, მათ შორის აზერბაიჯანელი სამხედროების სიცოცხლის უგულებელყოფითაც, რაც მათ უპერსპექტივო ქმედებებშიც გამოიხატება“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
მან ასევე დაამატა, რომ ეს დადასტურდა იმით, რომ აზერბაიჯანი არ შეუერთდა გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდებას კორონავირუსის პანდემიის დროს გლობალური ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
”გამოდის, რომ რაც უფრო ფართოდ ვრცელდება ეპიდემია აზერბაიჯანში, ეს უფრო აღრმავებს მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ,და მით უფრო ინტენსიური ხდება აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ანტი-სომხური, საომარი რიტორიკა. აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ, იმის ნაცვლად, რომ მოუწოდოს საკუთარ ხალხს დაიცვან ჯანმრთელობის უსაფრთხოების წესები, მოუწოდა სამხედრო, ომის დაწყებას, თითქოს ანტი-სომხური რიტორიკა – საუკეთესო საშუალებაა კოროვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად” – თქვა მან.
ნიკოლ ფაშინიანი დაარწმუნა, რომ არანაირი პროვოკაციული მოქმედება უპასუხოდ არ დარჩება.
წყარო: ghn.ge