ცნობილი ხდება, რომ დღეს სომხეთმა საქართველოსთან საზღართან ახლოს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეიარაღებული იერიში მიიტანა.
ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია მეიდან ტვ-ი ავრცელებს.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია.
საქართველოს საზღვართან ახლოს თოვუზის რაიონში 12 ივლისს, ნაშუადღევს, სომხურმა მხარემ, აზერბაიჯანს ცეცხლი გაუხსნა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეტაკებებში ორივე მხარემ დანაკარგი განიცადა.
შეტაკებები ახლაც მიმდინარეობს. სომხური მედია ამ შეტაკებების შესახებ არაფერს წერს.
“პრაიმტაიმი”