თბილისის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ლიდერობა დაკარგა. კახა ჩხეტიანი ქუთაისში „ტორპედოს” სხვა გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად დაუპირისპირდა და მეხუთე ტურის ცენტრალური თამაში „ტორპედოსა” და „დინამოს” შორის ფრედ, 0:0 დასრულდა.
მატჩში ძალიან ცოტა რეალური საგოლე მომენტი შეიქმნა და შესაბამისად, გუნდებმა ბურთის გატანა ვერ შეძლეს. 69-ე წუთზე კი სიტყვიერი დაპირისპირების გამო არბიტმა ორივე გუნდიდან თითო მოთამაშე, თორნიკე გრიგალაშვილი და გიორგი ქიმაძე გააძევა.
ხუთი ტურის შემდეგ კრისტალბეთ ლიგას 11 ქულით გორის „დილა” ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ თბილისის „დინამოს” 2 ქულით უსწრებს.
“იმედინიუსი”