აშშ-ს ელჩი სვანური ქუდით – კელი დეგნანმა მესტია მოინახულა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან კელი დეგნანთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ესტუმრა.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სტუმრობისას ელჩმა დაათვალიერა ენგურის ჰიდროელექტროსადგური და რეგიონის სხვა ღირსშესანიშნაობები. სვანეთში მათ მოინახულეს მესტია, იფარი და უშგული, წმინდა გიორგისა და ლამარიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები, ადგილობრივი მუზეუმი და სხვა ღირსშესანიშნაობები.

 

Image may contain: one or more people, table and indoor

 

„მისი ერთ-ერთი გამორჩეული ვიზიტი სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში იყო. აქ ელჩი გაეცნო მუზეუმის შთამბეჭდავ კოლექციას, რომლის შენარჩუნება და დაცვა აშშ-ის მთავრობამ 2009 წელს დააფინანსა.

 

ელჩმა ისიამოვნა ზურულდზე საბაგიროთი ასვლით, სადაც კავკასიონის მთების ულამაზესი ხედები დახვდა.

 

მოგზაურობისას ელჩს შესაძლებლობა მიეცა, შეხვედროდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანს, რომელიც საქართველოში ერთადერთი ქალი გუბერნატორის მოადგილეა“,- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“პრაიმტაიმი”