ბეთჰოვენის დაუმთავრებელ სიმფონიას ციფრული ალგორითმი დაასრულებს

მუსიკოსებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტების ერთობლივი ძალისხმევით შექმნილი ალგორითმი, ბეთჰოვენის დაუმთავრებელ სიმფონიას (მე-10-ს) დაასრულებს.

“ალგორითმი არაპგნოზირებადია და ყოველდღე გვაოცებს. ის ჰგავს პატარა ბავშვს, რომელმაც ახლახან აღმოაჩინა ბეთჰოვენის სამყარო” – თქვა პროგრამის ერთ-ერთმა დეველოპერმა.

პროექტის იდეა და დაფინანსება უზრუნველყო გერმანიის სატელეკომუნიკაციო კომპანიამ Deutsche Telekom-მა, რომელიც დასრულებული სიმფონიის წარდგენას 2020 წლისთვის, კომპოზიტორის დაბადებიდან 250-ე წელს გეგმავს.

როგორც ცნობილია, ბეთჰოვენი თავის მე-10 სიმფონიაზე 1820-1825 წლებში მუშაობდა.

მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ინგლისელმა მუსიკოსმა და კომპოზიტორმა ბარი კუპერმა სცადა სიმფონიის რეკონსტრუქცია, რათა არსებული მუსიკალური მასალა შესრულებისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო.

ბარი კუპერის რეკონსტუირებული სიმფონია პირველად 1988 წელს ლონდონში შესრულდა.

წყარო: ghn.ge