ეგზიტპოლის მიხედვით, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მცირე უპირატესობით მოქმედი პრეზიდენტი ანჟეი დუდა იმარჯვებს.
ბოლო მონაცემებით, ანჟეი დუდამ ამომრჩეველთა ხმების 50.4%-ის მიღება შეძლო. მისმა მოწინააღმდეგე, ვარშავის მერმა, რაფალ ტშასკოვსკიმ კი ხმების 49.6% მიიღო.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური პოლონეთში 29 ივნისს გაიმართა. პირველ ტურშიც გამარჯვება ანჟეი დუდამ მოიპოვა.
პოლონეთის პრეზიდენტი 5 წლის ვადით აირჩევა.
წყარო: ghn.ge