კორონავირუსული პანდემია „კონტროლიდან გავიდა და ვითარება გაუარესდება” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მკაცრ გაფრთხილებას ავრცელებს.
ამის შესახებ უცხოური მედია გამოცემა წერს.
ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა განცხადება დღეს ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
გებრეიესუსმა განაცხადა, რომ პანდემია მსოფლიო მასშტაბით „ისევ ჩქარობს”.
„პანდემიასთან დაკავშირებული მდგომარეობა უარესდება და ის კვლავ ნომერ პირველ მტრად რჩება. ვირუსის კონტროლირება შესაძლებელია, მაგრამ მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ვირუსი კონტროლს არ ექვემდებარება და უარესდება.
პანდემია კვლავ ჩქარობს. ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში, შემთხვევათა საერთო რაოდენობა გაორმაგდა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში Covid-19-ით ინფიცირებულია 12 მილიონზე მეტი ადამიანი, აქედან ფატალური შედეგით 550 300 შემთხვევა დასრულდა.” – აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.
ტედროსმა, მძიმედ გააკრიტიკა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მან განაცხადა, რომ კვირას, 230 000 ახალი შემთხვევიდან 50 პროცენტი მხოლოდ ორი ქვეყნიდან დაფიქსირდა, ესენია: ყველაზე უარესი ქვეყნები – აშშ და ბრაზილია.
„წლების განმავლობაში ბევრი ჩვენგანი შიშობდა, რომ კატასტროფული რესპირატორული პანდემია გარდაუვალი იყო, მაგრამ, მიუხედავად ყველა გაფრთხილებისა, სამყარო მზად არ დახვდა. ახლა, პატიოსანი ქმედების დროა.“ – აცხადებს ტედროსი.
“პრაიმტაიმი”