საიამ მონიტორინგის მე-14 ანგარიში წარადგინა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის მეთოთხმეტე ანგარიში წარმოადგინა. დოკუმენტში 2019 წლის მარტიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში შესწავლილი პრაქტიკული და საკანონმდებლო ხარვეზებია წარმოდგენილი.

 

ანგარიშში საუბარია დაკავებულის სახით წარდგენილ პირთა რაოდენობის ზრდაზე, მოსამართლეთა მხრიდან დაკავების საჯაროდ განუხილველობაზე, გირაოსა და პატიმრობის გამოყენების მაღალ მაჩვენებელზე და მის დაუსაბუთებლად გამოყენებაზე, ასევე ჩხრეკა-ამოღების ღონისძიების დარღვევებით ჩატარებაზე.

“ჩვენს ხელთ არსებული რესურსების გათვალისწინებით, საიამ 2744 სასამართლო პროცესის მონიტორინგი განახორციელა, რაც ძალიან დიდი და მასშტაბური მონაცემებია და ბუნებრივია ამ ინფორმაციისა და პროცესების გაანალიზების შედეგად, შეგვეძლება ვისაუბროთ მნიშვნელოვან ტენდენციებზე. უმეტეს შემთხვევაში, არ მოწმდება დაკავების კანონიერება სასამართლოს მხრიდან და ეს ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობის საკითხია, – ” განაცხადა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძემ. 

 

“რუსთავი2”