30 წლის ამერიკელი სკეპტიკოსი “კორონავირუსის წვეულებას” დაესწრო და გარდაიცვალა

ამერიკაში ტეხასის შტატში მცხოვრები 30 წლის მამაკაცი COVID-19-ით მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც „კორონავირუსის წვეულებას” დაესწრო. ამის შესახებ საინფორმაციო „ნიუ იორკ პოსტი” იუწყება.

30 წლის მამაკაცი, რომელსაც არ სჯეროდა კორონავირუსის არსეობობის და განსაკუთრებით კი იმის, რომ ინფექცია გადამდებია, დაესწრო ერთ-ერთ მასობრივ წვეულებას, სადაც სტუმრები არკვევდნენ – დაავადდებოდნენ თუ არა კორონავირუსით მას შემდეგ, რაც სანიტარული ნორმებისა და დისტანციის დაუცველობით ბევრი ადამიანის გარემოცვაში მოხვდებოდნენ.

„კორნავირუსის წვეულების” შემდეგ ტეხასელი მამაკაცი დაინფიცირდა და საავადმყოფოში მოხვდა.

მედდის თქმით, გარდაცვალებამდე პაციენტმა თქვა: „მგონი, დიდი შეცდომა დავუშვი. დარწმუნებული ვიყავი, რომ კორნავირუსი არ იყო ნამდვილი”.

სამედიცინო ცენტრის მთავარი ექიმის, ჯეინ ეპლბის თქმით, მსგავსი წვეულებები ამერიკის შეერთებულ შტატებში ხშირად ტარდება და ორგანიზებულია ვირუსით დაავადებული პირის მიერ:

„ამ შეხვედრას COVID-19-ის დიაგნოზის მქონე ადამიანი ატარებს. წვეულებების მთელი აზრი ისაა, რომ გაარკვიონ, რეალურია თუ არა ვირუსი და დაავადდება თუ არა კოვიდით რომელიმე მათგანი”, – აღნიშნა ეპლბიმ.

არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის თანახმადაც, მსგავი წვეულებები ტარდება იმისთვის, რომ სტუმრებმა ანტისხეულები გამოიმუშაონ.

ივნისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ამერიკელმა სტუდენტებმა სპეციალურად შეკრება და სახასიათო შეჯიბრებების ჩატარება დაიწყეს.

გამარჯვებული იყო ის, ვინც წვეულებაზე მყოფთაგან პირველი დაავადდებოდა კორონავირუსით. „გამარჯვებული” ჯილდოდ ფულადი პრიზი ერგებოდა.

„მთავარი პრიზისთვის” თანხას თავად აგროვებდნენ ისინი, ვინც „წვეულებას” ესწრებოდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით დაავადებულ ადამიანთა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება. ჯონ ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აშშ-ის მასშტაბით დაავადებულთა რიცხვმა 3.2 მლნ-ს მიაღწია, ხოლო კორნავირუსით უკვე 134 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

წყარო: resonancedaily.com