“დღეს ჩვენ გვჭირდება გაერთიანება და ერთმანეთის დახმარება” – ასე ეხმაურება მომღერალი ირმა სოხაძე ქვეყანაში კორონავირუსით შექმნილ ვითარებას და იქვე განაცხადა:
“სურვილი მაქვს, როდესაც ეს ყველაფერი საბოლოოდ დასრულდება და ნება მოგვეცემა კონცერტების ჩატარების, ჩემს კოლეგებთან ერთად გავმართო დიდი მარათონი და დავეხმაროთ იმ ბავშვებს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირთ” – განაცხადა “რეზონანსთან” ინტერვიუში ირმა სოხაძემ.
წყარო: resonancedaily.com