დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული სიტუაციით შეშფოთებულია და შუამავლობისთვის მზადაა

შეშფოთებულები ვართ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი სროლებით და ორივე მხარეს მოთმინების გამოჩენისკენ მოვუწოდებთ, – ამის შესახებ კრემლის პრესსიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

 

A

მისივე თქმით, რუსეთი, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მხარეებს შორის შუამავლობისთვის მზადაა. „შეშფოთებულები ვართ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი სროლებით და ორივე მხარეს მოთმინების გამოჩენისა და ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულების პატივისცემისკენ მოვუწოდებთ.

როგორც უკვე არაერთხელ განვაცხადეთ, რუსეთი, როგორც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მზადაა შუამავლობისთვის,“- განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ინტენსიურ კონტაქტზე იმყოფება აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან.

“აიპიენი”