საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ბატონი ელიზბარ ჯაველიძე «ქართული მარშის» პარტიად გარდაქმნას და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიესალმება.
მისი თქმით ახალი პარტია ერთადერთი ეროვნული ძალაა საქართველოში. აკადემიკოსის სიტყვებით, მას ეამაყება, რომ სწორედ ეს ძალა აგრძელებს დიდი ილიასა და ზვიად გამსახურდიას ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. ელიზბარ ჯაველიძე აცხადებს რომ ის მარშელთა გვერდით იქნება.
შეგახსენებთ, რომ ელიზბარ ჯაველიძე საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრი 1991 წელს გახლდათ. აგრეთვე იყო საქართველოს პარლამენტის მე-5 მოწვევის დეპუტატი.
ბექა კვიციანი