შაბათს, 11 ივლისს, ეროვნული ერთიანობის სათათბიროს პოლიტიკური ბირთვი, ამ პატრიოტული გაერთიანების თავკაცის, თეიმურაზ მაკარიძის ინიციატივით, შეიკრიბა.
სვეტიცხოველში ჩატარებული ღვთისმსახურების შემდეგ, სადაც სათათბიროს წევრებმა აღთქმა დადეს, რომ ყველა ძალებით შეეწინააღმდეგებიან საქართველოს დაღუპვას ნაც-ქოცური ძალების მიერ, შეკრებილებმა დიდგორის ველზე გადაინაცვლეს, საიდანაც საქართველოს მოსახლეობისადმი მიმართვა გაკეთდა.
სიტყვით გამოვიდნენ:
“ერთიანი ეროვნულ-პატრიოტული მოძრაობის” დამფუძნებელი, “ეროვნული ერთიანობის სათათბიროს” თავმჯდომარე, ეკონომისტი, თეიმურაზ მაკარიძე; საზოგადოებრივი კავშირი “გუდაუთა”-ს თავმჯდომარე, “ეროვნული ერთიანობის სათათბიროს”-ს გამგეობის წევრი, თავმჯდომარის მოადგილე, გაიოზ მეტრეველი; ქართველთა და აფხაზთა შერიგების კავშირი “დიოსკურია”-ს თავმჯდომარის მოადგილე, “ეროვნული ერთიანობის სათათბიროს” გამგეობის წევრი, გურამ კუპატაძე; ქ. თელავის საპატიო მოქალაქე, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, “ფაზისის საერო-სამეცნიერო აკადემიისა” და აკადემია “ქალდეას” აკადემიკოსი, ქართველთა და აფხაზთა შერიგების კავშირის “დიოსკურია 2005”-ის საპატიო პრეზიდენტი, “ეროვნული ერთიანობის სათათბიროს” გამგეობის წევრი, ანზორ ჯაფარიძე; “ეროვნული ერთიანობის სათათბიროს” წევრი გუჯა ბიჭაშვილი; პირველი კლასის მფრინავი, იურისტი, “ქართულ-აფხაზური სახალხო დიპლომატიის საქველმოქმედო ფონდის” თავმჯდომარე, “ეროვნული ერთიანობის სათათბიროს” საპატიო თავმჯდომარე, ზაურ (ორესტი) ბედია.
იხილეთ ვიდეომასალა:
https://www.facebook.com/100053326121837/videos/107701614350709/