ივანიშვილის გარეშე “ქართული ოცნებიდან” აღარაფერი აღარ რჩება

დეპუტატმა ეკა ბესელიამ უპასუხა მედიის კითხვას, იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი:

“ამომრჩეველი იდენტიფიცირებას ავტომატურად მასთან აკეთებს. სიაში რომ ჩაეწეროს ისეთი საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელზეც თავად არ სჯერა, რომ უმრავლესობით მოიგებს, ვერ გეტყვით, რა ლოგიკა იქნება.

ბილბორდებზე კობახიძე, კილაძე, ოხანაშვილი და მათიკაშვილი ვერ გაეკვრებიან, ერთადერთი რესურსი, რაც „ქართულ ოცნებას“ დარჩა, ბიძინა ივანიშვილია. თუ ის არ გამოჩნდება, მაშინ “ქართული ოცნება” ვინ და რა არის? – საერთოდ არავინ აღარ დარჩა.

2012 წლიდან რამდენიმე ადამიანი დარჩა და თუ მათ გამოაკლებ, “ქართული ოცნება” არის “ნაციონალური მოძრაობის” ფილიალი და თუ საჯარო შეხვედრებისას ივანიშვილი არ გამოჩნდა, მაშინ წინასაარჩევნო კამპანიას ვინ ჩაატარებს?”

წყარო: alia.ge