აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უარი თქვა გეგმაზე, რომლის თანახმადაც, იმ სასწავლო დაწესებულებების უცხოელ სტუდენტებს, რომლებიცკორონავირუსის პანდემიის გამო სწავლების ონლაილ რეჟიმზე გადავიდნენ, აშშ-ში ყოფნის უფლება აღარ ექნებოდათ,- ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აშშ-ის უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში მილიონზე მეტი სტუდენტი სწავლობს და ბევრი სასწავლო დაწესებულება უცხოელი სტუდენტების მიერ გადახდილ სწავლის საფასურისგან მიღებულ შემოსავალზეა დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში მყოფ უცხოელ სტუდენტებს, რომელთა სასწავლო დაწესებულებები სწავლების მხოლოდ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ, ქვეყანაში დარჩენის უფლება აღარ ექნებოდათ. აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების დეპარტამენტის განმარტებით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ წესს არ დაიცავდნენ, დეპორტაცია დაემუქრებოდათ. აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, რადენიმე სასავლო დაწესებულებამ, მათ შორის ჰარვარდის უნივერსიტეტმა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT), დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლა.
“აიპიენი”