“ვისაც ვიწყალებ, არც ერთი არ არის პოლიტპატიმარი, არიან დამნაშავეები და არიან ძალიან სასტიკი დამნაშავეები”

ვისაც ვიწყალებ, ყველანი არიან დამნაშავეები, – ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს პრეზიდენტი გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით.

 

„რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გავიმეორებ, რომ მათგან არც ერთი არ არის პოლიტპატიმარი. არიან დამნაშავეები. და არიან ძალიან სასტიკი დამნაშავეები. ვისაც ვიწყალებ, ყველანი არიან დამნაშავეები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გიორგი რურუას საქმეზე სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუტანია. სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება 15 მაისს მიიღო.

“იმედი”