“აი ასეთ ლიდერს სცემენ პატივს თვით მტრები…” – რაში ვერ სდებენ ბრალს სტალინს

თავის დროზე ისე, როგორც ბევრ თქვენგანს, მეც მომიწია არაერთი მასალის წაკითხვა სტალინის შესახებ. და აი რა მენიშნა.

თითქმის არც ერთი ისეთი დანაშაული არ არსებობს, რაშიც სტალინისთვის არ დაედოთ ბრალი მის მტრებს და, ასე ვთქვათ, არაკეთილისმოსურნეებს. ობიექტური ადამიანისთვის სირთულეს წარმოადგენს, გაერკვეს სიცრუის ამ გროვაში, ცილისწამების სარეველებში, ნახევარსიმათლის აისბერგებსა და ჭეშმარიტების ნაწილაკებში. ბრალდებების სპექტრი ფართოა: რევოლუციამდელი ბანდიტიზმი-ტერორიზმით დაწყებული, გადასახლებებიდან გაქცევისას კანიბალიზმით გაგრძელებული, მასობრივი რეპრესიების ორგანიზებით, მეფის ოხრანკის სასარგებლოდ მუშაობით, ადამიანების წამებაში პირადი მონაწილეობით, იეზუიტური ვერაგობით, ჰიტლერთან მეგობრობითა და ლენინის მოკვლით, ბირთვული ომის გაჩაღების სურვილით, საბჭოთა ჰოლოკოსტით (მიუხედავად ისრაელის სახელმწიფოს ლეგიტიმაციაში შეტანილი უზარმაზარი პირადი წვლილისა) და თვით სოდომიით (ბინძური მინიშნებები პაუკერზე) და პედოფილიით (არანაკლებ ბინძური მინიშნებებით ნადია ალილუევაზე) დამთავრებული. და ეს ბრალდებების არასრული სიაა. და ყველაფერი ეს მის შესახებ არის!

უკვე მეექვსე ათეული წელია, რაც ასეთი „ინფორმაციის“ ნიაღვარი გრძელდება და, მიუხედავად ამხელა დროისა, არ ფერმკრთალდება. სტალინი ნამდვილ ზეადამიანად და ანტირქრისტედ წარმოჩნდება ერთ და იმავე პიროვნებაში.

მაგრამ მაინც არსებობს ერთი დანაშაული, რომელშიც მას, რამდენადაც ვიცი (და თუ არასწორად ვიცი, შემისწორეთ), არც ერთი მისი ყველაზე უფრო თავგადაკლული მტრებიდანაც არ სდებს ბრალს; არც ერთი ყველაზე უფრო ცინიკური და უსინდისო გაქცეულ-გადაბირებული, ყველაზე უფრო უკიდურესი ანტისაბჭოთა დისიდენტი (მოხყიდული თუ იდეური) სტალინს ამ დანაშაულს არ აბრალებს.

ესაა მექრთამეობა და სახალხო ან სახელმწიფო ქონების მითვისება პირადი გამდიდრების მიზნით. სტალინი ამ დანაშაულის ეჭვს გარეშეა ყველასთვის.

აი ასეთ ლიდერს სცემენ პატივს თვით მტრები. ეშინიათ, მაგრამ პატივს სცემენ. მაშინდელი მსოფლიო სწორედ ამ ფაქტის მოწმე იყო – რუზველტი, ჩერჩილი, დე გოლი, ფეიხტვანგერი… რა საჭიროა სიის გაგრძელება? მაგრამ კეთილი. სტალინს პატივს სცემდნენ ჰიტლერი, ასევე პატივს სცემდა და მოწიწებით ეპყრობოდა მას მაო, სტალინის სჯეროდა რომენ როლანს, მას აღმერთებდნენ ენვერ ხოჯა და ანრი ბარბიუსი… პარადოქცია, მაგრამ სიძულვილი ხანდახან პატივისცემასთან ერთად არსებობს. მაგრამ რას ვხედავთ დღეს? უზარმაზარ სოციალურ აპათიას, რომელმაც მოიცვა სსრკ-ის ყველა ხალხი და უამრავ მყრალ ნაციონალისტურ წყლულს საბჭოეთის ნატანჯ, მაგრამ ჯერ არ მომკვდარ სხეულზე – იარები, რომლებიც იმისთვის არსებობენ, რომ მათზე გადმოიტანონ ისრები საშიში სახალხო „გამონათების“ დროს… ყველაფერი ეს კეთდება სტაბილიზაციის ლოზუნგით, რომელიც ადამიანის სმენისთვის ასე საამოა. რა კორუფცია, რის კორუფცია, რომელი კორუფციასთან ბრძოლა, თუკი სტაბილობა უფრო მნიშვნელოვანია! ოღონდ კი ომები არ იყოს – იმეორებენ მანტრასავით, თუმცა ომი უკვე მიმდინარეობს…

ამჟამინდელი მდგომარეობა, ჩემი შეხედულებით, ყველაზე კარგად აიხსნება იოსებ ბროდსკის წინასწარმეტყველური სიტყვებით, „წერილებიდან რომაელი მეგობრისადმი“:

 

“Письма римскому другу” (1972):

 

“Пусть и вправду, Постум, курица не птица,

но с куриными мозгами хватишь горя.

Если выпало в Империи родиться,

лучше жить в глухой провинции у моря.

И от Цезаря далеко, и от вьюги.

Лебезить не нужно, трусить, торопиться.

Говоришь, что все наместники – ворюги?

Но ворюга мне милей, чем кровопийца”…

 

დიახ, ამჟამინდელ საზოგადოებას ქურდ-ბაცაცები ურჩევნია. ზარდახშა უბრალოდ იხსნება. თქვენ კი ამბობთ – სტალინი!

მე, რა თქმა უნდა, სულაც არ მოვუწოდებ უაზრო დახვრეტებისა და თვითნებობისკენ, მაგრამ დღევანდლეი „პოლიტიკის“ გაგრძელება – არის  გზა არსაითისკენ. 1990-იანი წლების „დემოკრატიულ“ ნანგრევებზე შექმნილ საზოგადოებას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. გარდა ერთისა, რაზეც ახლა და აქ არ მინდა საუბარი, იმდენად მძიმე და უსიამოვნოა იგი – განსაკუთრებით, კორონაპანდემიის პირობებში.

გახსოვთ 90-იანების „ბესპრედელი“?

 

 

გოგი ლორთქიფანიძე

თარგმანი რუსულიდან ქართულად: “ნიუსფრონტი”