„კიდევ ერთი ძველი თემა, გურიაში გომის მთა მიიღებს დასახლებული პუნქტის სტატუსს და შემდგომ, მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის სატატუსს და სამართლიანობა აღდგება.“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერიმის თქმით, ასევე „მაღალმთიანი სტატუსი მიენიჭება 59 დასახლებულ პუნქტს. ეს გახლავთ გორის, დუშეთის, ასპინძის, თუშეთის და დმანისის მუნიციპალიტეტები. ფაქტობრივად გამოდის რომ 256 ათას მოქალაქეს, რომელიც ამ სტატუსით სარგებლობს მიემატება 26 ათასი მოქალაქე.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, დუშეთის და გორის მუნიციპალიტეტებში იქნება 19 დასახლებული პუნქტი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
“აიპრესი”