გუშინ შვედეთში ფეხბურთის ჩემპიონატის მორიგი მე-8 ტური გაიმართა. გიორგი ხარაიშვილის ,,გიოტებორგი,, საკუთარ კედლებში ,,ჰელსინბორგს,, დაუპირისპირდა.
შეხვედრის მე-11 წუთზე ქართველმა ლეგიონერმა მახვილი კუთხიდან ულამაზესი გოლი გაიტანა დანიელი მეკარის ლინდეგაარდის კარში და ანგარიშიც გაიხსნა 1:0 ! სტუმრებმა თავი ვერაფრით გამოიჩინეს 90 წუთის მანძილზე. დამატებით დროში კი მათ გაუმართლათ და შეძლეს ანგარიშის გათანაბრება 1:1 ! მატჩი ამავე ანგარიშით დასრულდა, რომლის ერთ-ერთ საუკეთო მოთამაშედ ქართველი იქნა დასახელებული.
შეგახსენებთ, რომ შვედური საფეხბურთო კლუბი ,,გიოტებორგი,, მთლიანად სკანდინავიური ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი კლუბია, რომელსაც უეფა-ს თასი აქვს აღებული 1982 წელს !
ბექა კვიციანი