„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ასპარეზზე მეტი ქალის გამოყვანის ინიციატორია, სწორედ ამიტომ, პარტიის გადაწყვეტილებით, საპარლამენტო სიის ყოველი მე-4 კანდიდატი ქალი იქნება.
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილია ხუთი ქალი, რომელიც პარლამენტის დეპუტატის მოსაპოვებლად სიის ოცეულში იქნება.
ინფორმირებული წყაროს ინფორმაციით, სიის მე-4 წევრი პირველი ქალი ხატია დეკანოიძე იქნება.
მე-8 წევრი მეორე ქალი კი, სალომე სამადაშვილია.
მე-12 ადგილას მესამე ქალი თინა ბოკუჩავა იქნება.
რაც შეეხება მეოთხე და მეხუთე ადგილებს, ყოფილი პარლამენტარი და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი გაინაწილებენ.
მე-16 წევრი რიგით მეოთხე ქალის ადგილს მეგი გოცირიძე დაიკავებს.
ხოლო მე-20 წევრად რუსუდან ცირეკიძე წარდგება, რომელიც სიის მეხუთე წევრი იქნება.
“პრაიმტაიმი”
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციაზე პარტიაში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ მალე საზოგადოებას კანდიდატთა სიას საჯაროდ წარადგენენ და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი სრული ოცეულის სია.