ნაციონალური საფეხბურთო ლიგის (NFL) კლუბი “ვაშინგტონ რედსკინსი” ლოგოს იცვლის

ნაციონალური საფეხბურთო ლიგის (NFL) კლუბი “ვაშინგტონ რედსკინსი” ლოგოს შეიცვლის.

 

ამის შესახებ გადაწყვეტილება კლუბის დირექტორთა საბჭომ მიიღო. მათი თქმით ლოგოზე გამოსახული ინდიელი კაცი ლახავს სხვა ინდიელთა უფლებებს, რაც დემოკრატიული სამყაროსთვის მიუღებელია. შეხვედრაზე გადაწყვიტეს, რომ კლუბს ლოგოსთან ერთად სახელიც შეეცვლება.

ცნობისთვის “ვაშინგტონ რედსკინსი” სუპერბოულის სამგზის გამარჯვებულია. კლუბის არსებობის მანძილზე, სახელი ორჯერ იქნა გამოცვლილი. გულშემატკივრები არ გამორიცხავენ, რომ კლუბს თავდაპირველი სახელი The Skins დაუბრუნონ.

ბექა კვიციანი