“ოცნება” მაჟორიტარად აყენებს გამწარებულ ნაცს, ახალაიას ხელის ბიჭს”- ფოთის ყოფილი მერი

ფოთის ყოფილი მერი, დავით ქანთარია, სოციალურ ქსელში, წერს:

 

“საკუთარ თავს ვეწინააღმდეგები, მაგრამ მაინც ვწერ-!

გამგებმა გაიგოს-!

“ოცნებას” – ჩემთვის ცნობილი ხდება, რომ მოწერელიას ე.წ. გუბერნატორს, უპირებთ მაჟორიტარობის კანდიდატად დაყენებას სამეგრელის ერთ – ერთ ოლქში. დანიშვნა შეირგოს მანაც და მისმა დამნიშნავმაც-!

ხალხის რჩეულის სტატუსს მისთვის არ მივანიჭებინებ-! ახალაიას ხელის ბიჭს, რომელსაც მამამისის ნაჩხაპნი ღამ- ღამობით პირადად დაჰქონდა როლანდ ნესტორიჩთან და ნახევარი ფოთი ციხეში გამოაკეტინა, გამწარებულ ნაცს, ამ სიამოვნებას ვერ მივანიჭებ….

ან თვითონ ვიყრი კენჭს იმ ოლქში, ან ისეთს დავუჭერ მხარს, ვინც საბოლოოდ თქვენთვის იქნება მისაღები-!

კარგად გაიხსენეთ იმ ჩინოვნიკებმა და პარტიის სხვა თანამრომლებმა (ვინც ამ პოსტს კუთხულობთ ამ წუთში), რაც გამიკეთებია წინა არჩევნებში მმართველი გუნდისთვის.

აქაც კაცურად ვიქცევი-!

ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას-!”

“ალია”