პოზიტიური ნიშნები ჩვენს ეკონომიკაში უკვე გამოჩნდა

„პანდემიის, ვირუსის გავრცელების რისკების ეფექტური მართვა არის ერთადერთი შესაძლებლობა რომ მოვახდინოთ ეკონომიკის სტაბილიზაცია, შემდგომ სწრაფი აღდგენის მიზნით. რეალურად დღეს აშკარაა, რომ ჩვენ, მთავრობა და სამინისტროები ამ სტაბილიზაციისთვის უნდა მოვემზადოთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„გარკვეული პოზიტიური ნიშნები ჩვენს ეკონომიკაში უკვე გამოჩნდა და ტურისტულ სექტორის მიღმა აქტივობები აშკარად არის გაზრდილი. ისევე როგორც ფინანსურ სექტორშიც, მაჩვენებლები საკმაოდ პოზიტიურია საგადასახადო შემოსავლების და მიმდინარე ანგარიშის ბალანსის თვალსაზრისით.

ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ იმის შედეგი, რომ ქვეყანამ, მოქალაქეებთან ერთად მოახერხა და დღესაც ვახერხებთ ვირუსის ეფექტურ მართვას. ეს არის ეკონომიკური სწრაფი და ეფექტური აღდგენის გასაღები.

როგორც ხშირად ვამბობდით, ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ვირუსის რისკების ეფექტური მართვა ერთადერთი და უპირველესი პირობაა იმისთვის, რომ შემდგომ ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე ვისაუბროთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

“აიპრესი’