რიგ სამკურნალო დაწესებულებებში კორონავირუსის გამო ყველა სხვა პაციენტი იჩაგრება!

ძალზე სავალალოა კორონავირუსის “პანდემიასთან” ბრძოლის ლოზუნგის ქვეშ რეალური დაავადებების მქონე პაციენტების უფლებების იგნორირება ჩვენი ე. წ. სახელმწიფოსა და ამ სახელმწიფოსთან შეზრდილი კერძო სამედიცინო ბიზნესის მიერ.

კონკრეტული მაგალითი: მცხეთა, ნარეკვავის დასახლება; აქ ფუნქციონირებს წმ. მეფე მირიანის და დედოფალ ნანას სახელობის სამედიცინო ცენტრი. ეს არის საკმაოდ კეთილმოწყობილი კლინიკა, როგორც ამბობენ, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტებული და პაციენტებს მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს კიდეც.

მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველოც შეუერთდა გლობალურ კორონაფსიქოზს, მცხეთის სამედიცინო ცენტრი გახდა “კორონავირუსიანთა” სამკურნალო ადგილი და იგი ყველა სხვა პაციენტისათვის დაიხურა. ამ ფაქტს განსაკუთრებით უფროსი ასაკის ხალხი, პენსიონერები უჩივიან, რომელთაც უამრავი რეალური დაავადება აწუხებთ და ვერ ახორციელებენ ვიზიტს სამედიცინო ცენტრში. მაგალითად, ერთ-ერთ ადგილობრივ პაციენტს, რომელიც ნაოპერაციებია, გამოკვლევები აქვს ჩასატარებელი და ამას უკვე მესამე თვეა, ვერ ახერხებს, რადგან კლინიკა მეტ სარგებელს პოულობს “კორონავირუსიანებით”, ერთბაშად ღებულობს რა საბიუჯეტო დოტაციებს “კოვიდის” მკურნალობაში. პენსიონერი კი სხვა კლინიკაში ვერ მიდის, რადგან ამ შემთხვევაში, ან უნდა საერთოდ ამოეწეროს მცხეთის სამედიცინო ცენტრიდან, ან სახელმწიფო დაზღვევა არ იმოქმედებს და გამოკვლევებთან დაკავშირებული ფინანსური ტვირთი მთლიანად თავად უნდა იკისროს /”ნიუსფრონტი-საქართველო”/.