საავადმყოფოში ვირთხები პაციენტების სისხლს სვამდნენ …

სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ პორტ-ელიზაბეთში, კორონავირუსის პანდემიის ფონზე ჯანდაცვის მდგომარეობა უკიდურესად გამწვავებულია. ამ მომენტში 7 მილიონიან ქალაქს მხოლოდ 2 ინფექციონისტი ემსახურება. ლივინგსტონისა და დოგა ნგინზას საავადმყოფოები მედპერსონალის უმწვავეს დეფიციტს განიცდის. ექიმების, ექთნებისა და სანიტრების უმეტესობა გაფიცულია და მოთხოვნებს დაუკმაყოფილებლობამდე სამსახურში დაბრუნებას არ აპირებენ.

ორივე საავადმყოფოში უკიდურესი ანტისანიტარია და მედიკამენტების მწვავე უკმარისობაა. იატაკზე, გაზეთებზე დაწოლილი პაციენტები დღეების განმავლობაში ელოდებიან ექიმს. ზოგი მათგანი ისე იღუპება, რომ მათ გასინჯვას ექიმი ვერც კი ასწრებს. სამშობიაროდ მისული ფეხმძიმე ქალები დღეები ელოდებიან თავიანთ რიგს. იყო შემთხვევები, როცა ბავშვები გაჩენამდე დაიღუპნენ და დედებს მუცლიდან მკვდარი ბავშვები ამოუყვანეს. იატაკზე ყრია ნახმარი და ჭუჭყიანი ინვენტარი, რომელსაც ვერავინ ალაგებს. იატაკზე ვირთხები დარბიან და პაციენტების ძირს დაღვრილ სისხლს სვამენ.

დაინფიცირებისა და დაღუპვის მაღალი რისკის ქვეშაა თავად მედპერსონალი.

ექიმების თქმით, საავადმყოფო ბრძოლის ველს ჰგავს, სადაც საშინელებები ხდება.

ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლების განცხადებით, სამხრეთ აფრიკაში მასშტაბური კორუფციისა არასაკმარისი დაფინანსების გამო ჯანდაცვის სისტემა მთლიანად მოშლილია.

წყარო: report.ge