უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით ივლისში დანიშნულ სპეციალურ რეისებს ბერლინის მიმართულება დაემატა.
თბილისი – ბერლინი – თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენას ავიაკომპანია “MyWay Airlines”-ი 25 ივლისს შეასრულებს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისი Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება და ბილეთის ღირებულება არ იქნება 200 ევროზე მეტი.
ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე – www.mywayairlines.com იქნება შესაძლებელი.
წყარო: report.ge