იურისტი, დავით მარდალეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“რამხელა იდიოტი და კრეტინი უნდა იყო, სპორტსმენის მიერ ჩადენილი დანაშაული ისე განაზოგადო, რომ საერთოდ, სპორტის დისკრედიტაციის მოხდენას შეეცადო, საზოგადოების თვალში – გნებავთ, სპორტის ამ სახეობის წარმომადგენელთა მოკვეთა მოითხოვო, მსოფლიო ფედერაციებიდან?!
ერთი დამისახელეთ, იმ ტიპებიდან, რომლებსაც სპორტსმენებად მოიხსენიებენ, ოდნავ მაინც ცნობილი, საკუთარი სპორტული მიღწევით და მე ჩამოგითვლით უამრავ სახელგანთქმულ დამნაშავე სპორტსმენს – დავიწყებ ედუარდ სტრელცოვით, პაოლო როსით და დავამთავრებ მაიკ ტაისონით (მათ შორისაც ძალიან ბევრს მოვიხსენიებ).
არცერთი ქვეყნის, არცერთ ოპოზიციონერს არ მოუვა აზრად, თქვას, – ჩვენი სპორტსმენები ზონდერები არიანო…
სპორტსმენი კი არა, გენიალური პოეტი ფრანსუა ვიიონი შარაგზის ყაჩაღობისთვის ჩამოახრჩვეს, მაგრამ ვინ გაბედავს შეეხოს ფრანგულ ლიტერატურას?!
რამდენი ეგრეთწოდებული სპორტსმენიც იქნებოდა, 2011 წლის, 26 მაისს, მიტინგის სისხლში ჩახშობის და ადამიანების მკვლელობა-წამების მონაწილე, იმდენჯერ გავარტყი გიგა ბოკერიას სპორტსმენ დედიკოს…აეგრე…”
“ალია”