ევროპული გაერთიანების ლიდერები პირველ პირისპირ შეხვედრას გამართავენ

კორონავირუსის დასაძლევად ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებთ, ევროპული გაერთიანების ლიდერები პირველ პირისპირ შეხვედრას გამართავენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეხვედრის უმთავრესი საკითხი იქნება, თუ რა ოდენობის თანხა უნდა გამოყოს ევროკავშირმა COVID-19-ის დასაძლევად.

გასული შეხვედრის მიხედვით, რომელიც დისტანციურად გაიმართა, გამოსაყოფი თანხა 750 მილიარდი ევროს ოდენობით განისაზღვრა, თუმცა, დიდი ალბათობით, მას ლიდერების უმეტესობა მხარს არ დაუჭერს.

აღსანიშნავია, რომ იტალიისა და ესპანეთის ხელისუფლებების თქმით, ვირუსმა ისინი ყველაზე მეტად დააზარალა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილით სწორედ ისინი უნდა დაფინანსდნენ. გაერთიანების სხვა ქვეყნები კი პაკეტის შემცირებას უჭერენ მხარს.

 

“ინტერპრესნიუსი”