ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს

მთავრობის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვების გამო ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ,სოციალურ ქსელში,  საელჩო ინფორმაციას ავრცელებს:

“ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, ისრაელის მთავრობამ ახალი შეზღუდვები დააწესა:
o ყოველ კვირას, პარასკევს 17:00 საათიდან კვირის 05:00 საათამდე დაიკეტება ყველა სავაჭრო ობიექტი, მაღაზია, საპარიკმახერო, სილამაზის სალონი, ბიბლიოთეკა, ზოოპარკი და ზოოკუთხე, მუზეუმები, საცურაო აუზები, ტურისტული ობიექტები;
o აიკრძალება ვიზიტი კაფეებსა და რესტორნებში, ნებადართულილა Take away და შინ შეკვეთის სერვისით სარგებლობა;
o დაიხურება სავარჯიშო დარბაზები და ცენტრები;
o სასადილოებსა და სასტუმროს რესტორნებში, მომსახურე პერსონალი 35%-მდე შემცირება;
o დახურულ სივრცეში ადამიანთა დაშვებული რაოდენობა შეადგენს 10-ს, ხოლო ღია სივრცეში 20-ს, გამონაკლისს წარმოადგენს სამუშაო ადგილი და ერთ სივრცეში მცხოვრები ახლო ნათესავების შეკრების ადგილი;
o მომდევნო კვირის პარასევს 17:00 საათიდან კვირის 05:00 საათამდე დაიკეტება სანაპიროები.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ. გისურვებთ ჯანმრთელობას !”-წერია განცხადებაში.

 

“იმედინიუსი”