კოლორადოში კაცს საკუთარ სამზარეულოში დათვი დაესხა თავს

აშშ-ში, კოლორადოს შტატში კაცს საკუთარ სამზარეულოში დათვი დაესხა თავს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

 

ტელეარხის ცნობით, დეივ ჩერნოვსკი სახლში მის 12 წლის ტყუპთან იმყოფებოდა. დილით ადრე მას სამზარეულოდან საეჭვო ხმაური მოესმა. კაცი ვითარების შესამოწმებლად ოთახში შევიდა და მაცივართან შავი დათვი ნახა. ჩერნოვსკიმ ცხოველის სახლიდან გატყუება სცადა. თავიდან მას ეს წარმატებით გამოსდიოდა, მაგრამ გარეთ თითქმის გასული დათვი ავტოფარეხის კარმა შეაშინა და ის სახლში შებრუნდა.

ჩერნოვსკიმ გადაწყვიტა ყველაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ დათვი ბავშვებთან არ მიეშვა. სწორედ ამ დროს ცხოველმა მას ჯერ სახეში, შემდეგ კი ზურგში ჩაარტყა თათი, თუმცა შემდეგ სახლის დატოვება თავად დაავიწყდა.

დაშავებულმა ჩერნოვსკიმ ცხოველთა მონიტორინგის სამსახური გამოიძახა, რომლის თანამშრომლებმაც დათვის პოვნა და მოკვლა მოახერხეს.

“იმედი”